пятница, 18 марта 2016 г.
სასწავლო პროექტის გეგმა.
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
ნინო მხეცაძე
| |
რაიონი
|
ცაგერი
| |
სკოლა
|
ლაილაშის საჯარო სკოლა
| |
ქალაქი
| ||
თემის
მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში
| ||
თემის შინაარსი
| ||
აღნიშნულ პროექტში
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას
ინტერნეტის შექმნის შესახებ,ისაუბრებენ ინტერნეტის დადებით და უარყოფით
მხარეებზე და იმაზე თუ რა როლს ასრულებს
ინტერნეტი 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში.დაამზადებენ ბუკლეტებს,
ჩაატარებენ გამოკითხვას თანატოლებსა და უფროსებს შორის ამ საკითხზე.
| ||
საგანი
| ||
რუსული ენა
| ||
დონე/კლასი
| ||
სVI,11-ე კლასი,საშუალო.
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
4 კვირა,კვირაში 2 საათი
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიებს
მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობათ და მოსმენის
უნარის გასაუმჯობესებლად. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საგაზეთო
პუბლიკაციები მისთვის საინტერესო აქტუალუ თემებზე(მაგ;ინტერნეტის/მობილურის
დადებითი და უარყოფითი მხარეები,უსაფრთხო სკოლა,როკ-მუსიკა,ჯანსაღი
კვება,წიგნი,კომპიუტერი და სხვა).მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ტექსტი
სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. მოსწავლე ფლობს და იყენებს
სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეული სესწავლის მიზნით. მოსწავლეს შეუზლია დაწეროს
სხვადასხვა სახის ესე აქტუალურ კითხვებზე/თემაზე(მაგ;მოსწავლე და მობილური
ტელეფონი,ინტერნეტი და სხვა).მოსწაავლეს
შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის
სტრუქტურა,ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.მოსწავლე ფლობს და
იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს(მოსამზადებელი ტექსტის შედგენა,ტექსტის
გაუმჯობესება)წერის პროცესის ყველა ეტაპზე.მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს
ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია)აქტუალური საკითხის,პრობლემის გარშემო.მოსწავლე
ფლობს და მეტყველებისას საბაზისო
ენობრივ უნარ-ჩვევებს.მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების
ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის
გასაუმჯობესებლად.
ს.VI.2.ს.VI.4.ს.VI.7.ს.VI.8.ს.VI.10.ს.VI.11.ს.VI.12.ს.VI.16.ს.VI.17.ს.VI.20.ს.VI.21.ს.VI.18.
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
მოსწავლეები
შეძლებენ:
რუსული ენის გამოყენებას პროექტის ყველა
ასპექტში
შესწავლილი გრამატიკული კონსტრუქციების
გამოყენებას
საკითხის დამოუკიდებლად
გამოკვლევას,კითხვების დასმას და ამ კითხვებზე პასუხის მოძიებას
კრიტიკული აზროვნების უნარების
გამოყენებას,ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეების გააზრებას და
შედარებას.
სხვადასხვა ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროდან
მიღებული ინფორმაციის სისტემატიზებას,შეფასებას და ორგანიზებას;
გამოიყენონ ბეჭდური და ელექტრონული მასალა ინფორმაციის
შესაგროვებლად და გასაერთიანებლად,შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის
გადასაცემად.
პრეზენტაციის გაკეთებას:
რეფლექსური ესეს
შექმნას;
ბუკლეტის დამზადებას;
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
რა
მიზნით ვიყენებთ ინტერნეტს? რამდენად ხშირად მივმართავთ ინტერნეტს?
| |
თემატური კითხვები
|
რა ადგილი
უჭირავს ინტერნეტს ჩვენს ცხოვრებაში?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
ხართ თუ არა ინტერნეტის
მასიურად მოხმარების მომხრე?რას ფიქრობთ დისტანციურ სწავლებაზე?რა დადებითი და
უარყოფითი მხარეები აქვს ინტერნეტს?
| |
შეფასების გეგმა
|
|||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
|||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
|||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეების საბაზისო ცოდნის
შესაფასებლად ჯგუფს დავუსვი შეკითხვები
პროექტის დაწყებამდე და მოსწავლეების საჭიროებების შესაბამისად წარვმართე
სასწავლო პროცესი. მოსწავლეები გამოიყენებენ პრეზენტაციისთვის მოსამზადებელი
საკითხების ჩამონათვალს პროექტზე მუშაობისას და
განახორციელებენ პროგრესის თვითშეფასებას. ჩანაწერების დღიური და კვლევა მასწავლებელს და მოსწავლეებს
მიღწევების და თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგში დაგვეხმარება. პროექტის
ყველა ეტაპზე შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლეების აზროვნების ზედა დონის
განვითარებას და სასწავლო თემატიკის გაანალიზებას ემსახურება.
მასწავლებელი-მოსწავლის ინდივიდუალური შეხვედრები გამოიყენება სწავლის პროგრესის მონიტორინგის
და მოსწავლეების შეკითხვებზე პასუხების გაცემისთვის. მოსწავლეებს ვთხოვე, გამოიყენონ პრეზენტაციის
რუბრიკა და თანატოლთა უკუკავშირის ფორმა სამუშაოს დასრულებამდე. პრეზენტაციის რუბრიკის საშუალებით შევაფასე
გუნდების მიერ საკითხის ჯგუფური წარდგენის აქტივობა. მოსწავლეებს ვთხოვე
ისარგებლონ ჯგუფური განხილვის რუბრიკით გუნდური მუშაობის და ჩართულობის შესაფასებლად.
პროექტის ბოლო ეტაპზე მოსწავლეები წარმოადგენენ
პრეზენტაციას და სარეკლამო
ბუკლეტებს.იმავე პრეზენტაციის რუბრიკის საფუძველზე შევაფასე საბოლოო პროექტი და
მოსწავლეების აკადემიური პროგრესი.
|
|||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
|||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
|||||||||||||||||||||||||||||
რუსულ ენაზე
წერა,კითხვა,ლაპარაკი,მოსმენა
ბიბლიოთეკაში მუშაობის და ინტერნეტ რესურსების
მოძიების უნარები;
წერილობითი და ზეპირი
ფორმით სამიზნე ენაზე კითხვის,მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრებების
გამოხატვის უნარი;
|
|||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
|||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დაწყებამდე შევკრებ მოსწავლეებს ,გავაცნობ შეკრების მიზეზს და შემთხვევითი შერჩევის გზით,კერძოდ“მომანიჭე
რიცხვი“ საშუალებით 3*5 ზომის ბარათს გავყოფ ორად და ორივე ნაწილზე ერთი და
იგივე რიცხვს დავწერ.მოსწავლეები ამოიღებენ განახევრებულ ბარათს კალათიდან და
იპოვიან მოსწავლეს რომელსაც იგივე რიცხვის ბარათი შეხვდა.ამ გზით დავაჯგუფებ
მოსწავლეებს.
თემის სათაურის
შესარჩევდ გავმართავ დისკუსიას.სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებს
დაფაზე დავუწერ ზოგად შეკითხვას:რა მიზნით ვიყენებთ ინტერნეტს?რამდენად ხშირად
ვიყენებთ ინტერნეტს?დისკუსიის დროს ყველა მოსწავლეს ექნება საშუალეებაა
გამოთქვას საკუთარი აზრი,მოსწავლეები შეხედულებებს გაუცვლიან ერთმანეთს.
დისკუსიის გარდა
გამოვიყენებ მოსწავლეების საჭიროებების
განმსაზღვრელ კითხვებს და დავიწყებთ მსჯელობას თუ რა იციან მოსწავლეებმა
ინტერნეტის შესახებ.მოსწავლეებს დავურიგებ რუბრიკაას ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე
შესავსებად.
მოსწავლეებს
ავუხსნი,რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ
ნამუშევარში უნდა მიიღონ.დავარიგე ჯგუფური მუშაობის რუბრიკა.განვიხილეთ ერთობლივ
მუშაობასთან დაკავშირებული მოლოდინები და ვთხოვე მოსწავლეებს იხელმძღვანელონ
რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.
მოსწავლეებმა აირჩიეს
სათაური „ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში“.ჯგუფის წევრები ინაწილებენ ფუნქციებს: ინფორმაციის
მოპოვება, სტატიების და პუბლიკაციების გაცნობა,ბროშურის დამზადება,თანატოლების
და უფროსების გამოკითხვა აქტუალურ თემაზე.ყველა ამ აქტივობის შესასრულებლად
აუცილებელია რუსული ენის გამოყენება.მოსწავლეები ეცნობიან და აფასებენ
ერთმანეთის ნაშრომს.როცა მოსწაავლეები შეასრულებენ სამუშაოს პირველ ეტაპს დავშლი
ძველ ჟგუფს,შევცვლი ჯგუფის ხელმძღვანელს,ავირრჩევ ისევ შემთხვევითი შერჩევის გზით.ასეთი მეთოდით არჩეული ყველა
მოსწავლე მაქსიმალურად იქნება ჩართული სამუშაო პროცესში.
ჯგუფის ხელმძღვანელს
გადავუგზავნი ელექტრონული ფოსტით თემატურ და შინაარსობრივ
შეკითხვებს.ხელმძღვანელი გააცნობს ამ კითხვებს ჯგუფისს წევრებს,ერთად შეისწავლიან
ამ კითხვებს.
ვუხელმძღვანელებ
მოსწავლეებს პრეზენტაციის და ბროშურის შექმნის,ორგანიზებისა და მომზადების დროს.
ჯგუფს მიეცა დრო სლაიდშოუს სახით ნამუშევრის შედეგების წარმოსადგენად.
მოსწავლეები აკეთებენ
პრეზენტაციისა დაპროექტის შეფასების ჩეკლისტებს.შეფასების ეს ინსტრუმენტი
ეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის
გაანალიზებაში,თვითმონიტორინგში,თანამშრომლობით სწავლებაში.პრეზენტაციის
დასრულების შემდეგ მოსწავლეებს
უკუკავშირის გაზიარების და სხვა მოსწავლეებისათვის კითხვების დასმის
შესაზლებლობა მიეცემათ.
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ საგაზეთო რუბრიკას,ვიყენებ რეფლექსიას
რეფლექსური ესე.ამ სქემის გამოყენებით მოსწავლეები ნათლად დაინახავენ რა ისწავლეს,შეაფასებენ
ერთმანეთს და თავისთავს.
პროექტის დამთავრების
შემდეგ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტების მიზანია მასალის გაგებისა და უნარ
ჩვევების ხარისხის შემოწმება,მოსწავლეთა ცოდნის თანხვედრა ეროვნულ სასწავო
გეგმასთან.
პროექტი დაეხმარება
ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევაში,ეროვნული სასწავლო გეგმის
შედეგზე გასვლაში,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში,სასწავლო პროცესის
გაუმჯობესებაში.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
სპეციალური
საჭიროეების მქონე მოსწავლეებს შესაბამისი დავალებები გავუნაწილე;
.მოსწავლეს ნება
დავრთე აირჩიოს პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებების საკუთარი
შესაძლებლობის შესაბამისად.
.ვთხოვე აეკრიფა
ტექსტი
.ინტერნეტიდან
გადმოეწერა სურათები.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მეხმარება პროექტის
მსვლელობაში და მონიტორინგს უწევს ჯგუფს.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა
ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო
პროგრამები
ელფოსტის
პროგრამა
ენციკლოპედია
კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების
დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის
შექმნა
ვორდის
პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
|
ინვენტარი/მასალები
|
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)