среда, 24 октября 2012 г.

პროექტი


პროექტი.
1.პროექტის სახელი:,,დიდი  პოეტი’’.ა.პუშკინი.
2.პროექტის მიზანი:ა)მოსწავლეთა დაინტერესება დიდი  რუსი პოეტის,პროზაიკოსის,საზოგადო
მოღვაწის    ბიოგრაბიით;ბ)მისი წერის სტილით;გ)მეამბოხე პიროვნებით,რომლისთვი
საც მიუღებელი იყო  მეფის რუსეთის რეჯიმი.
3.პროექტის მოკლე აღწერა:1.თემის შერჩევა და მისი  მნიშვნელობა.მოსწავლეები  მოიძიებენ  ა.
პუშკინის შემოქმედების და ცხოვრების შესახებ  მათთვის საჭირო და საინტერესო მასალას.
(ეს იქნება მისი ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები);გამოიყენებენ  ისტ-ს,
ისტორიულ წყაროებს,რაც ხელს    კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას,რუსული
ენისა,კულტურის და  ისტორიის მიმართ ინტერესის გაზრდას;პროექტის განხორციელებისას,
მოსწავლეები მათივე ინტერესების გათვალისწინებით ერთიანდებიან  ჯგუფებში და  აყალი
ბებენ საძიებო გეგმას,სადაც აღწერილი იქნება ამ პროცესის ყველა ნაბიჯი.სამივე ჯგუფი  რომელ
შიც  3-4  მოსწავლეა,ირჩევს ლიდერს.ლიდერები წარადგენენ   ჯგუფის წევრების მიერ შექმნილ
ნამუშევრებს.                                                          
პირველი ჯგუფი ამუშავებს საკითხს:,,ა.პუშკინის  ბავშვობა და  სიყმაწვილის  წლები.მისი  პირველი  ლექსი.
მეორე ჯგუფი:მის მიერ შექმნილი ლექსები,პოემები,რომანები და სხვა  ნაწარმოებები.ქორწინება.ა.პუშკინის  დამოკიდებულება  საქართველოსადმი.

მესამე ჯგუფი:ა.პუშკინის საზოგადოებრივი მოღვაწეობა, მისი დეკაბრისტი მეგობრები, დაპირისპირება სამეფო კართან.ა.პუშკინის დაღუპვა დუელში.
მოსწავლეები ამზადებენ  საპრეზენტაციოდ პუშკინის  ლექსებს,ნაწყვეტებს  რომანებიდან,
ნახატებს,ფოტოებს,კედლის გაზეთს,მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ  რუსულ
ფილმებს.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები თანამშრომლობენ თანაკლასელებთან,ჯგუფის წევრებთან
და   მასწავლებელთან.
4.მონაწილეთა ასაკი 14-15 წელი.
5.პროექტის ვადები და ხანგრძლივობა:1თვე.
6.მოსალოდნელი  შედეგები:მოსწავლეები განსაზღვრავენ კითხვის მიძანს და იყენებენ შესაბამის
სტრატეგიებს.მონაწილეობენ  ინტერაქციაში,იყენებენ  ზეპირმეტყველების  სტანდარტებს,ფაქტობრივი  მასალის შემცველ ტექსტებს.წერის დროს  მიმართავენ სათანადო
სტრატეგიებს.
7.სარგებელი სხვებისთვის:შექმნილი პროექტი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს  გაეცნონ
უკვე მოძიებულ  მასალას და  გამოიყენონ თავისი შეხედულებისამებრ.
8.სამუშაო ენა:რუსული-ქართული.
9.საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
მოსწავლეები იყენებენ სწავლის ყველა მიმართულებას  და  სტრატეგიებს.
10.პროექტის ხელმძღვანელი:ნინო  მხეცაძე.
11.ხელმძღვანელის ელფოსტა:ninomkhetsadze@Gmail.com.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  თემა,,პეტრე პირველი”-ცხოვრება და მოღვაწეობა.
სწავლების  საფეხურისაშუალო
მოსწავლეთა პროფილი9კლასი(5მოსწავლე)
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალურობაინტეგრირებული გაკვეთილი რუსული ენა-ისტორია.
1.მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით განავრცოს და დაწეროს თემა გამოჩენილი
პიროვნების ბიოგრაფიაზე.
2.შეაჯამოს შეძენილი ცოდნა ამ თემის ირგვლივ და სწორად  გამოიყენოს ენობრივი კომპენტეციები;
3.განუვითარდეს როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა.
მიზნები და შედეგებიმოსწავლეები  დაეუფლებიან ახალ ლექსიკას,ახალ უცხოენოვან ტერმინოლოგიას.დაეუფლებიან ახალ გრამატიკულ  მოდელებს და კონსტრუქციებს.მათ პრაქტიკულ გამოყენებას მეტყველებაში.ტექსტიდან  კონკრეტული ინფორმაციის ამოკრების  უნარ-ჩვევას,წერითი  უნარ-ჩვევის განვითარება.მოსწავლეები შეძლებენ დაახასიათონ   პეტრე  პირველი,ახწერონ მისი ხასითი და გარეგნობა.
მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიის წაკითხვა და გაგება.განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს(ეპოქა,დაბადების დრო,.ადგილი და სხვა)
ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროს.ს.მე-5.5.(მე-2,მე-3).მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემაზე ლაპარაკი,აკეთებს რეზუმეს,გადმოსცემს მთავარ თემას,გამოხათავს საკუთარ დამოკიდებულებას.მე-5.17.(3).მოსწავლე წერს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზემე-5.14.
წინასწარი ცოდნა  ნასწავლი აქვთ სახვა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები.(იგებენ  მასწავლებლის მითითებებს).მოსმენილი აქვთ მინი ტექსტი,,პეტრე დიდი“.იციან  ვინ იყო ის.ფლობენ გარკვეულ ლექსიკურ მასალას,რომელიც მათ ტექსტის შინაარსის გაგებაში დაეხმარებათ.


შეფასების საგანი და  პროცედურებიმოსწავლეები ფასთებიან სქემა,,კითხვით“,მოსწავლეების აქტივობის მიხედვით დავალებების შესრულებისას .გაკვეთილის მსვლელობის დროს.(შეფასების ტიპი:განმსაზღვრელი და განმავითარებელი).მოსწავლეებმა წინასწარ იციან შეფასების სქემა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებისახელმზღვანელო,სამუშაო რვეულები  და კალმები,თვალსაჩინოება,კომპიუტერი,ლექსიკონი.

გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი1.ვწერ დაფაზე გამონათქვამს ტექსტიდან და ვთხოვ მოსწავლეებს თარგმნონ ეს გამონათქვამი და მითხრან მათი აზრით ვის ეკუთვნის ის? რა იციან მათ პეტრე პირველის შესახებ,რითი შევიდა ის ისტორიაში?(3წთ).
2.ტექსტის კითხვა (წყვილებში)-15წთ.იყენებენ ლექსიკონს.
ვთხოვ ყურადღება მიაქციონ გრამატიკულ კონსტრუქციებს და უცნობ სიტყვებს.ეს სიტყვები მასწავლებელს მათი დახმარებით გამოაქვს დაფაზე.
3.ლექსიკური მუშაობა.მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შეასრულონ დავალება რუბრიკიდან ,,განმარტე ფრაზები“(წყვილებში)-5წთ.
4.მოსწავლეებს ეზლევათ  დავალება(წყვილებში)დაყონ ტექსტი აბზაცებად,გამოყონ ყოველ აბზაცში მთავარი ინფორმაცია და დაასათაურონ  აბზაცები(18წტ)სამუშაო რვეული.
5.მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შეავსონ სქემა პეტრე პირველი ხასიათი,ამოწერონ ტექსტიდან ის სიტყვები რომელიც გადმოსცემს პეტრე პირველის ხასიათს.(4წთ).
6.მოსწავლეები ერთვებიან რუბრიკაში ვისაუბროთ კლასში.პასუხებენ შემდეგ კითხვებზე(5წთ).
1.როგორ ფიქრობთ, რატომ შეარქვეს პეტრე პირველს ,, დიდი“?
2.იყო თყ არა ის  არაჩვეულებრივი მონარქი? რატომ?
3.დაასახელეთ მისი მოღვაწეობის სფეროები.
შეფასება:-3წთ(კითხვა და საუბარი).
საშ.დავალება(2წთ)-თხრობით ტექსტი პეტრეI გამოიყენეთ ახლა შესწავლილი გრამატიკული კონსტრუქციები.დავ#14,15.

 

შეფასების რუბრიკა

ქულები/კრიტერიუმები
9-10
7-8
4-6
1-3
ჩართულობა
ყოველთვის  მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში და  ხშირად წარმართავს კიდეც  საკლასო მსჯელობას.
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში.
იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში.
თითქმის არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლღელობაში.
კითხვა
კითხულობს ძალიან კარგად.იცავს ინტონაციას,სწორად სვამს მახვილს.იგებს ტექსტის შინაარს და კარგად ორიენტირებს ტექსტში.
კითხულობს კარგად.სიტყვებს   იშვიათად არ წარმოსთქვამს სწორად.არა აქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი,თუმცა შეუძლია უცნობი სიტყვების  კონტექსტით ამოცნობა.აღიქვამს  ტექსტს მთლიანობაში.
კითხულობს დამაკმაყოფილებლად.უჭირს  ტექსტში საჭირო ინფორმაციის მოძიება.სიტყვის წარმოთქმაში ხშირად უშვებს შეცთომებს.
კითხულობს ცუდად.ტაქსტში ვერ პოულობს საჭირო ინფორმაციას.ძალიან  ღარიბი ლექსიკური მარაგი აქვს.
მეტყველება
საუბრობს ძალიან კარგად,არ უშვებს გრამატიკულ შეცთომებს.იცავს შესაბამის ინტონაციას,შეუძლია დამუშავებული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება.გამოხატავს  ემოციებს.
კითხულობს კარგად,იშვიათად უშვებს გრამატიკულ შეცთომებს.კარგი ლექსიკური მარაგი აქვს.
მეტყველებს დამაკმაყოფილებლად,უშვებს გრამატიკულ შეცთომებს,ზოგჯერ არღვევს ინტონაციას.შეზღუდული ლექსიკური მარაგი აქვს.
უჭირს მეტყველება,აზრი ზოგჯერ გაუგებარია,ვერ იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს,დზალიან  მწირე ლექსიკური მარაგი აქვს.
წერა
წერს ძალიან კარგად,შინაარსი ემთხვევა ტაქსტის სახელწოდების შინაარს,წინადადებებს და აბზაცებს შორის არის ლოგიკური კავშირი.კარგად იყენებს ნასწავლ ლექსიკურ-გრამატიკულ კონსტრუქციებს.
სწერს კარგად.იცავს ესეს სტრუქტურას. იშვიათად უშვებს გრამატიკულ შეცთომებს.
წერს საშუალოდ,ხშირად უშვებს გრამატიკულ შეცთომებს,ნაკლებათ იყენებს ლექსიკურ-გრამატიკულ კონსტრუქციებს.
წერს ცუდად,ხშირია გრამატიკული შეცთომები,დარღვეულია ლოგიკური კავშირი წინადადებებს და აბზაცებს შორის.აზრი ხშირად გაუგებარია.