გაკვეთილის თემა | ,,პეტრე პირველი”-ცხოვრება და მოღვაწეობა. |
სწავლების საფეხური | საშუალო |
მოსწავლეთა პროფილი | 9კლასი(5მოსწავლე) |
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალურობა | ინტეგრირებული გაკვეთილი რუსული ენა-ისტორია. 1.მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით განავრცოს და დაწეროს თემა გამოჩენილი პიროვნების ბიოგრაფიაზე. 2.შეაჯამოს შეძენილი ცოდნა ამ თემის ირგვლივ და სწორად გამოიყენოს ენობრივი კომპენტეციები; 3.განუვითარდეს როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა. |
მიზნები და შედეგები | მოსწავლეები დაეუფლებიან ახალ ლექსიკას,ახალ უცხოენოვან ტერმინოლოგიას.დაეუფლებიან ახალ გრამატიკულ მოდელებს და კონსტრუქციებს.მათ პრაქტიკულ გამოყენებას მეტყველებაში.ტექსტიდან კონკრეტული ინფორმაციის ამოკრების უნარ-ჩვევას,წერითი უნარ-ჩვევის განვითარება.მოსწავლეები შეძლებენ დაახასიათონ პეტრე პირველი,ახწერონ მისი ხასითი და გარეგნობა. მოსწავლეს შეუძლია ბიოგრაფიის წაკითხვა და გაგება.განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს(ეპოქა,დაბადების დრო,.ადგილი და სხვა) ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროს.ს.მე-5.5.(მე-2,მე-3).მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემაზე ლაპარაკი,აკეთებს რეზუმეს,გადმოსცემს მთავარ თემას,გამოხათავს საკუთარ დამოკიდებულებას.მე-5.17.(3).მოსწავლე წერს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზემე-5.14. |
წინასწარი ცოდნა | ნასწავლი აქვთ სახვა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები.(იგებენ მასწავლებლის მითითებებს).მოსმენილი აქვთ მინი ტექსტი,,პეტრე დიდი“.იციან ვინ იყო ის.ფლობენ გარკვეულ ლექსიკურ მასალას,რომელიც მათ ტექსტის შინაარსის გაგებაში დაეხმარებათ. |
შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეები ფასთებიან სქემა,,კითხვით“,მოსწავლეების აქტივობის მიხედვით დავალებების შესრულებისას .გაკვეთილის მსვლელობის დროს.(შეფასების ტიპი:განმსაზღვრელი და განმავითარებელი).მოსწავლეებმა წინასწარ იციან შეფასების სქემა. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | სახელმზღვანელო,სამუშაო რვეულები და კალმები,თვალსაჩინოება,კომპიუტერი,ლექსიკონი. |
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი | 1.ვწერ დაფაზე გამონათქვამს ტექსტიდან და ვთხოვ მოსწავლეებს თარგმნონ ეს გამონათქვამი და მითხრან მათი აზრით ვის ეკუთვნის ის? რა იციან მათ პეტრე პირველის შესახებ,რითი შევიდა ის ისტორიაში?(3წთ). 2.ტექსტის კითხვა (წყვილებში)-15წთ.იყენებენ ლექსიკონს. ვთხოვ ყურადღება მიაქციონ გრამატიკულ კონსტრუქციებს და უცნობ სიტყვებს.ეს სიტყვები მასწავლებელს მათი დახმარებით გამოაქვს დაფაზე. 3.ლექსიკური მუშაობა.მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შეასრულონ დავალება რუბრიკიდან ,,განმარტე ფრაზები“(წყვილებში)-5წთ. 4.მოსწავლეებს ეზლევათ დავალება(წყვილებში)დაყონ ტექსტი აბზაცებად,გამოყონ ყოველ აბზაცში მთავარი ინფორმაცია და დაასათაურონ აბზაცები(18წტ)სამუშაო რვეული. 5.მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შეავსონ სქემა პეტრე პირველი ხასიათი,ამოწერონ ტექსტიდან ის სიტყვები რომელიც გადმოსცემს პეტრე პირველის ხასიათს.(4წთ). 6.მოსწავლეები ერთვებიან რუბრიკაში ვისაუბროთ კლასში.პასუხებენ შემდეგ კითხვებზე(5წთ). 1.როგორ ფიქრობთ, რატომ შეარქვეს პეტრე პირველს ,, დიდი“? 2.იყო თყ არა ის არაჩვეულებრივი მონარქი? რატომ? 3.დაასახელეთ მისი მოღვაწეობის სფეროები. შეფასება:-3წთ(კითხვა და საუბარი). საშ.დავალება(2წთ)-თხრობით ტექსტი პეტრეI გამოიყენეთ ახლა შესწავლილი გრამატიკული კონსტრუქციები.დავ#14,15. |
среда, 24 октября 2012 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий